საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ორგანიზებულ
ღონისძიებას „მეფის დღეს“დაესწრო. ნიდერლანდების ეროვნული ერთიანობის დღის აღსანიშნავ მიღებაზე სიტყვით ნიდერლანდების სამეფოს ელჩი საქართველოში იოჰანესდუმა და მიხეილ ჯანელიძე გამოვიდნენ.
მინისტრმა ჰოლანდიელ ხალხს ეროვნული ერთიანობის დღე მიულოცა. როგორც მიხეილ ჯანელიძემ მისასალმებელ სიტყვაში განაცხადა,საქართველო აფასებს იმ პოლიტიკურ მხარდაჭერას, რასაც ნიდერლანდების სამეფო ორმხრივ, თუ საერთაშორისო ფორმატებში გამოხატავს. მინისტრმახაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის 25 წლიან ბრწყინვალე დიპლომატიურ ურთიერთობებს, ინვესტიციების ზრდას და წარმატებულ თანამშრომლობასპოლიტიკურ, ეკონომიკურ, სავაჭრო და ტურიზმის სფეროებში.
„ დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი მეგობრებისთვის, ჰოლანდიელი ხალხისთვის. ჩვენს ქვეყნებს შორის ბრწყინვალე ურთიერთობებია. არამხოლოდ პოლიტიკურ, არამედ ეკონომიკურ და სავაჭრო სფეროში. ჰოლანდია მე-4 ადგილს იკავებს, საქართველოში 10 წამყვან ინვესტორ ქვეყანასშორის. აღსანიშნავია, რომ ჩვენი საელჩოების ძალისხმევით ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები კიდევ უფრო მჭიდრო დაძლიერი ხდება. ჩვენ მადლობას ვუხდით ნიდერლანდების სამეფოს როგორც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევეევროპულ და ევროატლანტიკურ გზაზე ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერისთვის. მინდა მივესალმო ჰოლანდიის ჩართულობას საქართველოში ევროკავშირისსადამკვირვებლო მისიაში. ისევე როგორც ევროკავშირის სხვა ინსტრუმენტებს, რომელიც გვეხმარება ჩვენ კონფლიქტის მშვიდობიანი გზითდარეგულირების პროცესის გზების ძიებაში" -განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
მინისტრმა თავის გამოსვლაში, გაეროს უშიშროების საბჭოში ნიდერლანდების სამეფოს წარმატებებულ საქმიანობას გაუსვა ხაზი.
მიხეილ ჯანელიძემ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 100 წლის იუბილეს ფარგლებში,ორ ქვეყანას შორის დაგეგმილ კულტურულ ღონისძიებებზე და ხალხთაშორისი კავშირების კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
