საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ისრაელში მომხდარი სტიქიური უბედურების
გამო მწუხარებას გამოვთქვამს.
ამასთან დაკავშირებით პარლამენტის პრესსამსახური კობახიძის განცხადებას ავრცელებს.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ისრაელში მომხდარი სტიქიური უბედურების გამო, რომელსაც ახალგაზრდების სიცოცხლე შეეწირა.
საქართველოს პარლამენტის სახელით, სამძიმარსა და თანადგომას ვუცხადებ გარდაცვლილთა ოჯახებს, მეგობრებსა და ჩვენს მეგობარ ისრაელის ხალხს, დაშავებულებს კი სწრაფ გამოჯანმრთელებას და სამშობლოს სამსახურში დაბრუნებას ვუსურვებ“- განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ ისრაელში, ნაჰალ ცაფიტში წყალდიდობას 10 ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა.
