ნუკრი ქანთარია: იმედი მაქვს, პოლიტსაბჭოში დავრჩები
ნუკრი ქანთარია: იმედი მაქვს, პოლიტსაბჭოში დავრჩები
15:57 27.04.2018
პარლამენტარის ნუკრი ქანთარიას განცხადებით, ჯერ არ ყოფილა საუბარი, თუ ვინ დარჩება პოლიტსაბჭოში, თუმცა იმედოვნებს, რომ საბჭოს შემადგენლობაში თავად იქნება.
მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი პოლიტსაბჭოს წევრთა შერჩევისას ბალანსს დაიცავს, რათა მან მხოლოდ ვიწრო ჯგუფი არ მოიცვას.
„დარწმუნებული ვარ, ბატონი ბიძინა აქ აუცილებლად დაიცავს ბალანსს და ეს არ იქნება ერთი ვიწრო ჯგუფის პოლიტსაბჭო. ეს იქნება სხვადასხვა აზრების მქონემ, მაგრამ ერთიანი მიზნისკენ მიმავალი ხალხის პოლიტსაბჭო.
მე მგონი მე დავრჩები პოლიტსაბჭოში , იმედი მაქვს. ვნახოთ, ჯერ არ ყოფილა ამაზე საუბარი, მაგრამ არსებულ მდგომარეობას თუ გადავხედავთ და თუ ეს უნდა იყოს არა ვიწრო, არამედ სხვადასხვა აზრის, მაგრამ ერთი მიზნისკენ მიმავალი ასეთ შემთხვევაში მე საჭიროებას ვხედავ“- აცხადებს ქანთარია.
შეგახსენებთ, რომ პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოში ცვლილებები იგეგმება, თუმცა როდის განხორციელდება ეს სიახლე და ვინ იქნება საბჭოს შემადგენლობაში, უცნობია.


ბეჭდვა