საგარეო საქმეთა სამინისტრო ისრაელში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს
საგარეო საქმეთა სამინისტრო ისრაელში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს
14:45 27.04.2018
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო 26 აპრილს ისრაელში ნაჰალ ცაფიტში, მკვდარი ზღვის სამხრეთით მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს ღრმა მწუხარებას 2018 წლის 26 აპრილს ნაჰალ ცაფიტში (Nahal Tsafit), მკვდარი ზღვის სამხრეთით მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით, რომელმაც 10 ახალგაზრდის სიცოცხლე შეიწირა.

საქართველო ამ მძიმე წუთებში თანადგომას უცხადებს ისრაელის ხალხს, უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებსა და მათ ახლობლებს, დაშავებულებს კი სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს“-ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.


ბეჭდვა