მიხეილ ჩხენკელმა ბათუმის უნივერსიტეტის განახლებული სასწავლო კორპუსები დაათვალიერა
მიხეილ ჩხენკელმა ბათუმის უნივერსიტეტის განახლებული სასწავლო კორპუსები დაათვალიერა
11:07 27.04.2018
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან ინგა შამილიშვილთან ერთად, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბოლო პერიოდში განხორციელებული ფართომასშტაბიანი სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

აჭარის მთავრობისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსებით, რეაბილიტირდა და აღიჭურვა უნივერსიტეტის ტექნოლოგიური ფაკულტეტის სასწავლო კორპუსი.

750 000 ლარი დაიხარჯა სტამბის რეაბილიტაციაზე, რომელიც ოფსეტური და ციფრული ბეჭდვის, თერმოსაწები, ქაღალდის საჭრელი დანადგარებით აღიჭურვა და ნებისმიერ მსურველს უმაღლესი ხარისხის სრულ პოლიგრაფიულ მომსახურებას გაუწევს.

მოეწყო ასევე ფაბლაბი - სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია; საგამოცდო ცენტრი; უახლესი სპეციალური სამონტაჟო და გამზომი ხელსაწყოებით აღჭურვილი ლაბორატორია პროფესიული სწავლებისთვის; სრულად რეაბილიტირდა და აღიჭურვა უნივერსიტეტის პირველი და მეორე კორპუსები.

აგრარული და მემბრანული მიმართულების კვლევებისა და სწავლებისთვის, უნივერსიტეტმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, თანამედროვე ლაბორატორია 1 მლნ. 100 ათას ლარად შეიძინა.

ამავე დღეს, მიმდინარე და დააგეგმილ პროექტებთან დაკავშირებით, უნივერსიტეტის ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.




ბეჭდვა