გორში „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო აქციისთვის მზადება მიმდინარეობს
გორში „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო აქციისთვის მზადება მიმდინარეობს
11:10 15.07.2012
გორში პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ დღეს დაგეგმილი წინასაარჩევნო აქციისთვის მზადება მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

ამის შესახებ „ნიუსპრეს“ კოალიციის გორის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა თამაზ შიოშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ე.წ. კომბინატის დასახლებაში კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ამ წუთებში სცენა მონტაჟდება.

ამასთან, შიოშვილის თქმით, დილით აღნიშნულ ტერიტორიაზე კოალიციის წარმომადგენლებს საგზაო დეპარტამენტის ტექნიკა დახვდათ, თუმცა, გამგეობაში დაპირდნენ, რომ აქციიის დაწყებამდე ტექნიკას გაიყვანენ.

გორში „ქართული ოცნების“ აქცია დღეს, 19:00 საათზე დაიწყება, აქციაში მონაწილეობისთვის მხარდამჭერები კასპიდან, ქარელიდან და ხაშურიდან 16:00 საათზე დაიძვრებიან.


ბეჭდვა