"ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო მხარს უჭერს საქართველოსთან ურთიერთობის გაძლიერებას", - ამის შესახებ ევროკავშირის წარმომადგენელმა ქეთრინ ეშტონმა განაცხადა.
საქართველოსთან ურთიერთობების გაღრმავებასთან დაკავშირებით ევროკავშირმა დასკვნა გამოაქვეყნა.
წერილში საქართველოსა და ევროკავშირს შორის თავისუფალ ვაჭრობასა და სავიზო რეჟიმის გამარტივების კუთხით მოლაპარაკებებზეა საუბარი.
დოკუმენტში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ ევროკავშირი საქართველოს ევროპულ არჩევანს, დემოკრატიულ რეფორმებს, საზოგადოებრივი მოდერნიზაციის კურსს და კორუფციასთან ბრძოლას მხარს უჭერს.
"მოხარული ვარ რომ ჩვენ გვაქვს წინსვლა საქართველოსთან ურთიერთობაში სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით. იქნება ეს თავისუფალი ვაჭრობა თუ ვიზების საკითხი. ჩვენ დიდი სურვილი გვაქვს, რომ საქართველოს წინსვლის შესაძლებლობა ჰქონდეს.
