სოზარ სუბარი: ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება პარტიის განახლების პროცესს შეუწყობს ხელს
სოზარ სუბარი: ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება პარტიის განახლების პროცესს შეუწყობს ხელს
17:19 26.04.2018
სოზარ სუბარის განცახდებით, მისთვის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება სასიხარულოა.
მისივე თქმით, ივანიშვილის პარტიის თავმჯდომარის პოსტზე დანიშვნა კონსოლიდაციასა და პარტიის განახლების პროცესს შეუწყობს ხელს.

„ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება მე პირადად გამიხარდა და როცა წავიდა მაშინაც არ ვიყავი ამ ფაქტით ბედნიერი.
რაც შეეხება სხვა ცვლილებებს, არ იგეგმება, თუმცა ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება პოლიტიკაში და დაბრუნება პარტიაში თავმჯდომარის რანგში, სერიოზულად შეუწყობს ხელს კონსოლიდაციისა და პარტიის განახლების პროცესს“- განაცხადა სუბარმა.
შეგახსენებთ, რომ ივანიშვილი პოლიტიკაში ბრუნდება. ის „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტს დაიკავებს.

ბეჭდვა