საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი შეშინებულია და
თავის დასაცავად ღია პოლიტიკაში გამოდის.
მისივე თქმით, ივანიშვილი პოლიტიკის განმკარგავი ვეღარასდროს იქნება.
ამის შესახებ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„ივანიშვილი ბორგავს, მის წინააღმდეგ საფრანგეთში სისხლის სამართლის საქმის აღძვრით და მეზობელ სომხეთში ოლიგარქიის დამხობით შეშინებული, იძულებული ხდება გამოვიდეს ხეების ჩრდილის კომფორტიდან და პირადი დაცვა ისევ ღია პოლიტიკაში ეძებოს. იმას კი ვერ ხვდება, რომ ის ვეღარ იქნება პოლიტიკის განმკარგავი. საქართველოში ხელისუფლებას წელსვე დაიბრუნებს ქართველი ხალხი, რომელსაც ივანიშვილი უმოწყალოდ ძარცვავს თავისი ბანკების მეშვეობით. ჩვენ წელს დავასრულებთ ერთდროულად ივანიშვილის მმართველობას და ხალხის გაჭირვებას.
შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის სტატუსით ბრუნდება.
