ბუქარესტში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი გრძელდება
ბუქარესტში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი გრძელდება
13:23 26.04.2018
რუმინეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძრვანელის, ისკო დასენის და ჯგუფის წევრების მონაწილეობით, ბუქატესტში საპარლამენტო დელეგაციის შეხვედრები გრძელდება.
სამუშაო ვიზიტის მეორე დღეს ქართველი კანონმდებლები რუმინეთის პარლამენტის დეპუტატთა პალატის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის კომიტეტის თავმჯდომარისმოადგილეს, ბოტა მარიუს სორდინ-ოვიდიუს და სენატის ტრანსპორტისა და ენერგეტიკის კომიტეტის თავმჯდომარეს იონელ-დანიელ ბუტუნოის შეხვდნენ.
შეხვედრაზე მხარეებმა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს, როგორიც არის საქართველოსა და რუმინეთს შორის სატრანსპორტო მიმოსვლა, ეკონომიკური და სავაჭრომიმართულებით ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება და ტურიზმის სექტორის განვითარება.
რუმინეთის პარლამენტის წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის საკითხის მნიშვნელობას. ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურისკომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, რუმინული ავიაკომპანიის მიერ პირდაპირი ფრენების განხორციელება კიდევ უფრო გააძლიერებს კავშირებს ორ ქვეყანას შორის და ხელსშეუწყობს ტურისტული პოტენციალის ათვისებას. ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის კუთხით, ხაზი გაესვა ასევე ბათუმსა და რუმინეთის ქალაქ კონსტანცას შორის საბორნემიმოსვლის განვითარების საკითხს, რაც მომავალში ამ ორ ქალაქში ტურისტების ნაკადის ზრდას გამოიწვევს. ქართულმა მხარემ ამ საკითხების სიღრმისეული განხილვის მიზნით,რუმინელ კოლეგებთან თანამშრომლობის მზაობა გამოთქვეს.
ვიზიტის ფარგლებში მეგობრობის ჯგუფის წევრებმა შეხვედრა გამართეს ტრანსპორტის სამინისტროს სახელმწიფო მდივანთან, მარია მაგდალენა გრიგორესთან, სადაც საუბრის მთავართემას საქართველოსა და რუმინეთს შორის სატრანსპორტო მიმოსვლის განვითარების საკითხები წარმოადგენდა. მარია მაგდალენა გრიგორემ აღნიშნა, რომ საქართველოსა და რუმინეთსშორის არსებობს სატრანსპორტო კავშირების განვითარების მაღალი პოტენციალი. ამ კუთხით, ცალკე აღინიშნა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის მნიშვნელობა, რომლისმიმართ რუმინულ მხარეს დიდი ინტერესი და მოლოდინი აქვს.
საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტის მეორე დღე ბუქარესტის მერის მოადგილესთან, აურელიან ბადულესკუსთან შეხვედრით დასრულდა. შეხვედრაზე მხარეებმა თბილისისა დაბუქარესტის დაძმობილების შესაძლებლობა განიხილეს, რაც კიდევ უფრო მეტად დაახლოებს ორი ქვეყნის მოქალაქეებს და შექმნის მეტ პოტენციალს ერთობლივი პროექტების თუღონისძიებების განხორციელებისთვის.
ბუქარესტში გამართულ შეხვედრებს რუმინეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, ისკო დასენი და ჯგუფის წევრები გიორგი მოსიძე, კობა ლურსმანაშვილი, პაატამხეიძე და მამუკა ჩიქოვანი დაესწრნენ.
საპარლამენტო დელეგაციის სამუშაო ვიზიტი 27 აპრილს დასრულდება.


ბეჭდვა