საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 2 მაისს პარლამენტში დეპუტატებს ქვეყნის პირველი
პირის რანგში უკანასკნელად მიმართავს.
ჯერ-ჯერობოთ უცნობია, დაესწრება თუ არა ამ გამოსვლას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშილი და მისი გუნდი.
კობახიძის განცხადებით, პრაქტიკიდან გამომდინარე, სავარაუდოდ, პრემიერი მთავრობის წევრებთან ერთად პრეზიდენტის მოხსენებას დაესწრება.
„ეს არის თავად პრემიერ-მინისტრის და მთავრობის პრეროგატივა ამ საკითხის გადაწყვეტა, თუმცა, გასული წლების პრაქტიკიდან გამომდინარე მე შემიძლია ვივარაუდო, რომ ალბათ მთავრობა დაესწრება პრეზიდენტის მოხსენებას, პრემიერის ჩათვლით, რა თქმა უნდა“- განაცხადა კობახიძემ.
