ირაკლი კობახიძე: საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრის თარიღი სავარაუდოდ ხვალ გახდება ცნობილი
ირაკლი კობახიძე: საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრის თარიღი სავარაუდოდ ხვალ გახდება ცნობილი
13:19 25.04.2018
„ალბათ, ხვალ გვექნება გარკვეული კონსულტაციები და ამის შემდეგ გვეცოდინება როდის შედგება უმრავლესობის ფორმატში მორიგი შეხვედრა. ჩვენ გვექნება ყველა საკითხთან დაკავშირებით მსჯელობა უმრავლესობის ფორმატში და ამის საფუძველზე ერთობლივად მივიღებთ გადაწყვეტილებებს“,-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ უმრავლესობის შეხვედრა რამდენიმე დღის წინ, პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" რეგიონული კონფერენციების გამო გადაიდო.

ბეჭდვა