ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩიუსი შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას
ლიტვაში ვიზიტს საკუთარ Twitter-ის გვერდზე ეხმაურება.
ლინკევიჩიუსის განცხადებით, საქართველოს შეუძლია ჰქონდეს ლიტვის მხარდაჭერის იმედი.
„საქართველოს ვიცე-პრემიერსა და შინაგან საქმეთა მინისტრს, ბატონ გიორგი გახარიას შევხვდი. განვიხილეთ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის ამოქმედებიდან 1 წელი. საქართველოს შეუძლია ჰქონდეს ლიტვის მხარდაჭერის იმედი ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეების გადაადგილების და მიგრაციისათვის შესაფერისი, უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის პროცესში"- წერს მინისტრი.
