რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა გაბუნიამ
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე მხარეებმა სახელმწიფო და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის ინსტიტუციური დიალოგის ყოველწლიური ფორუმთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
სახელმწიფო და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის ინსტიტუციური დიალოგის ყოველწლიური ფორუმის შექმნის იდეა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარეს, ზაზა გაბუნიას ეკუთვნის.
„ჩემი ინიციატივით იქმნება სახელმწიფო და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის ინსტიტუციური დიალოგის ყოველწლიური ფორუმი და ამ შეხვედრაზე პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების შესახებ ვიმსჯელეთ“,-განაცხადა ზაზა გაბუნიამ.
