საია და “სამართლიანი არჩევნები” ხვალ გორში დაგეგმილი აქციას დააკვირდებიან
საია და “სამართლიანი არჩევნები” ხვალ გორში დაგეგმილი აქციას დააკვირდებიან
17:09 14.07.2012
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” კოალიცია „ქართული ოცნების” მიერ ხვალ გორში დაგეგმილი აქციის მიმდინარეობას დააკვირდება.
როგორც „ნიუსპრესს“ „საია“-დან აცნობეს, დაკვირვებას ორგანიზაციები წინასაარჩევნო გარემოს გრძელვადიანი მონიტორინგის ფარგლებში ახორციელებენ.
მათი ინფრომაციით, დაკვირვება პოლიტიკური პარტიების მიერ ორგანიზებულ საჯარო შეხვედრების მიმდინარეობისა და შეკრებებისა და მანიფესტაციის უფლების განხორციელების მონიტორინგს გულისხმობს.
ორგანიზაციის დამკვირვებლები მონიტორინგს გორში მიმდინარე იმ მოვლენებს გაუწევენ, რომელიც 15 ივლისს დაგეგმილი აქციის ორგანიზებას და აქციაში მონაწილე მოქალაქეების მობილიზება-გადაადგილებას უკავშირდება.
საია და „სამართლიანი არჩევნები” იმედოვნებენ, რომ აქცია მშვიდობიან გარემოში ჩატარდება და სახელმწიფო ორგანოები შეკრებებისა და მანიფესტაციების კანონმდებლობით დადგენილ გარანტიებს უზრუნველყოფენ.

„ქართული ოცნების“ ხვალინდელ აქციას ასევე, კოალიცია „არჩევნის თავისუფლებისთვის“ წევრებიც დააკვირდებიან.
პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნების" აქცია ხვალ, გორში ე.წ. კომბინატის დასახლებაში, მოსწავლე-ახალგაზრდობის კულტურულ საგანმანათლებლო ცენტრის წინ მდებარე მოედანზე გაიმართება.

ბეჭდვა