ბიძინა ივანიშვილი - ვაჟამ ჯერ კიდევ 19-ე საუკუნეში აჩვენა, რომ ევროპის ოჯახის ღირსეული წევრები ვართ
ბიძინა ივანიშვილი - ვაჟამ ჯერ კიდევ 19-ე საუკუნეში აჩვენა, რომ ევროპის ოჯახის ღირსეული წევრები ვართ
17:08 14.07.2012
პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, ჯერ კიდევ 19-ე საუკუნეში, ვაჟა-ფშაველამ  ეროვნული წიაღიდან წამოსული პრიორიტეტებით აჩვენა, რომ საქართველო მენტალურადაც ევროპის ღირსეული ოჯახის წევრია.

ამის შესახებ ივანიშვილმა დღეს, ჩარგალში ვაჟაობაზე შეკრებილ საზოგადოებას განუცხადა.

„21-ე საუკუნეში ვცდილობთ ევროპული ფასეულობათა გაზიარებით და აღიარებით, ჩვენი ევროპული გზა გამოვკვეთოთ და დავამტკიცოთ, რომ ჩვენ პოლიტიკურად ვისწრაფით ევროპისაკენ. მაშინ, როცა ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში ვაჟა-ფშაველამ ეროვნული წიაღიდან წამოსული პრიორიტეტებით და თავისი ფრაზებით გვაჩვენა, რომ ჩვენ არა მარტო პოლიტიკურად და გეოგრაფიულად, არამედ მენტალურადაც ევროპის ღირსეული ოჯახის წევრები ვართ“ - აღნიშნა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, ქართველმა ხალხმა ვაჟას გზით უნდა იაროს.

დუშეთის რაიონის სოფელ ჩარგალში დღეს ყოველწლიური ტრადიციული ფესტივალი ვაჟაობა აღინიშნება.



ბეჭდვა