აშშ-ში საქართველოს ელჩი Texas A&M უნივერსიტეტის ბუშის სახელობის საჯარო მმართველობის სკოლას ესტუმრა
აშშ-ში საქართველოს ელჩი Texas A&M უნივერსიტეტის ბუშის სახელობის საჯარო მმართველობის სკოლას ესტუმრა
12:11 23.04.2018
ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დავით ბაქრაძე Texas A&M უნივერსიტეტის ბუშის სახელობის საჯარო მმართველობის სკოლაში სიტყვით წარსდგა.

შეხვედრაზე საქართველოს ელჩმა დავით ბაქრაძემ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაზე, მის ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებზე, საქართველოში მზარდ ტურიზმსა და ეკონომიკურ ტენდენციებზე ისაუბრა. საქართველოს ელჩი, ასევე, შეეხო რუსეთის აგრესიის სახით ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს.

ტეხასში ვიზიტის ფარგლებში, დავით ბაქრაძე, ასევე, შეხვდა ბუშის საჯარო მმართველობის სკოლაში მოსწავლე ქართველ სტუდენტებს. უნივერსიტეტში გამოსვლით საქართველოს ელჩმა დაასრულა ორდღიანი სამუშაო ვიზიტი ტეხასის შტატში.


ბეჭდვა