ევროკავშირმა მორიგი რეზოლუცია მიიღო, რომლითც ის კიდევ ერთხელ მოუწოდებს რუსეთს საერთაშორისო ხელშეკრულებებით აღებული ვალდებულებების შესრულებისკენ.
რეზოლუცია 27 წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მიიღეს.
მასში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სეუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღებულ საზღვრებში და შეშფოთებას გამოთქვამს მის ოკუპირებულ რეგიონებში - აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მიმდინარე მილიტარიაციის გამო.
ევროკავშირის მიერ მიღებულ რეზოლუციაში, ასევე ნათქვამია, რომ რუსეთმა უნდა შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოსა და 8 სექტემბრის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები, რომელიც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ოკუპირებულ რეგიონებში შეშვებას ითვალისწინებს.
