საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს გრიგოლ ვაშაძეს უკვირს თუ კრემლში საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან საუბარი არ სურთ, მაშინ მას რატომ არ ურეკავენ.
ამის შესახებ ვაშაძემ რადიო სადგურ „ეხო მოსკვის“ მთავარ რედაქტორ ალექსეი ვენედიქტოვისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
ვენედიქტოვმა ინტერვიუს დროს აღნიშნა, რომ რუსეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ მზად არის პრეზიდენტ სააკაშვილის გარდა, ქართულ მხარესთან დიალოგი გამართოს ნებისმიერ დროს და ადგილას.
კორესპონდენტის საპასუხოდ ვაშაძემ განაცხადა, რომ - „მერე რა პრობლემაა, ყველას აქვს ჩემი მობილური ტელეფონის ნომერი. რაშია პრობლემა ვერ გაიგე. რა საქართველოს პრეზიდენტს ავიღებ და ჩემოდანში ჩავსვავ და ისე წავიყვან მოლაპარაკებებზე თუ რა არის.. არ ჩაეტევა. ორ მეტრზე მეტია. რა პრობლემაა. არ მოგწონთ ვაშაძე, მაშინ ელაპარკეთ შაშკინს, არ მოგწონთ შაშკინი, ელაპარაკეთ მერაბიშვილს“ - განაცხადა ვაშაძემ.
ამასთან, საგარეო საქმეთა მინისტრის შეფასებით, თუ რუსეთის ხელისუფლებას იმის იმედი აქვს, რომ პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში აფხაზეთში და ცხინვალში საელჩოებს გახსნის, ან რუსეთს რკინიგზას აჩუქებს ან მისცემს უფლებას ღამით ბაქო-თბილის-ჯეიჰანის მილსადენის მწყობრიდან გამოიყვანოს, მსგავსი არაფერი მოხდება და ყველაფერი ისევ ისე იქნება, როგორც არის.
