პარლამენტრის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „რუსთავი 2“-ის საქმე ახლა სტრასბურგის
სასამართლოს მსჯელობის საგანია და ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებასაც ის მიიღებს.
ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის საქმეზე საუბრისას განაცხადა.
„ეს საკითხი არის ახლა სტრასბურგის სასამართლოს მსჯელობის საგანი და სტრასბურგის სასამართლო მიიღებს ამაზე გადაწყვეტილებას. რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლების პოზიციას, ხელისუფლება წარმოადგენს სახელმწიფოს ინტერესებს, შესაბამისი უწყებები წარმოადგენენ სახელმწიფოს ინტერესებს სტრასბურგის სასამართლოში და ბუნებრივია ისინი მოქმედებენ საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში“,- განაცხადა კობახიძე.
მისი თქმით, მმართველი გუნდის ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა მედიაპლურალიზმია, რომელიც აუცილებლად იქნება უზრუნველყოფილი საქართველოში.
„ყველაფერი იქნება კარგად მედიაპლურალიზმის მიმართულებით. ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა 2012 წლის შემდეგ არის სწორედ მედიაპლურალიზმი და მედიაპლურალიზმი აუცილებლად იქნება შენარჩუნებული და უზრუნველყოფილი საქართველოში“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
