მიხეილ სააკაშვილმა დაბა სტეფანწმინდაში ახლადგახსნილი სასტუმრო დაათვალიერა
მიხეილ სააკაშვილმა დაბა სტეფანწმინდაში ახლადგახსნილი სასტუმრო დაათვალიერა
15:01 14.07.2012
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს ყაზბეგს ესტუმრა და დაბა სტეფანწმინდაში 156 ნომრიანი ახლადგახსნილი  სასტუმრო „რუმს ყაზბეგი“ დაათვალიერა. ამის შესახებ პრეზიდენტის ოფიციალურ facebook-ის გვერდზეა ნათქვამი.
ამავე ინფორმაციით ახალი ქართული ბრენდის სასტუმრო პირველ დამსვენებლებს უკვე იღებს.

სასტუმროს მშენებლობაზე 200-მდე სპეციალისტი იყო დასაქმებული, ამჟამად კი სასტუმროში 90-მდე ადამიანი მუშაობს, რომელთა შორის უმეტესობა ადგილობრივი მაცხოვრებლები არიან.
პრეზიდენტის ოფიციალურ facebook-ის ინფორმაციით სასტუმრო „რუმს ყაზბეგი“ მთლიანად ქართული ინვესტიციით აშენდა.

ბეჭდვა