საგარეო საქმეთა სამინისტრო ღია კარის დღეს უმასპინძლებს
საგარეო საქმეთა სამინისტრო ღია კარის დღეს უმასპინძლებს
10:04 20.04.2018
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში დღეს ღია კარის დღეს უმასპინძლებს.
უწყებას თბილისის სხვადასხვა საჯარო სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები ეწვევიან.
ღია კარის ფარგლებში საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად გახსნის სპეციალურ ინსტალაციას 100, რომელიც საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ასი წლის იუბილესთან დაკავშირებით შენობის მთავარ შესასვლელში განთავსდება. ღია კარის დღეების მიზანია სკოლის მოსწავლეებში პროფესია დიპლომატის შესახებ ცნობადობის ამაღლება. ღონისძიების ფარგლებში ახალგაზრდა სტუმრებს გააცნობენ სამინისტროს საქმიანობას და ქართული დიპლომატიის ისტორიას.აღსანიშნავია, რომ პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავთან დაკავშირებით სამინისტრო ღია კარის დღეს რამდენჯერმე უმასპინძლებს, საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით კი 26 მაისამდე გაიმართება არაერთი შემეცნებითი ღონისძიება.



ბეჭდვა