საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დღეს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების
ეკონომიკური და დარგობრივი თანამშრომლობის ქვეკომიტეტის მე-6 თემატური ჯგუფის „დასაქმება, სოციალური პოლიტიკადა თანაბარი შესაძლებლობები, საზოგადოებრივი ჯანდაცვა“ მესამე სხდომა გაიმართა.
სხდომაზე დასაქმების, სოციალური პოლიტიკის, თანაბარი შესაძლებლობების, ასევე, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროებში საქართველოს მიერ ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების პროცესი განიხილეს.
ქვეკომიტეტის სხდომას ქართული მხრიდან თავმჯდომარეობდა საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორი არჩილ ყარაულაშვილი, ხოლო ევროკავშირის მხრიდან დელეგაციას ხელმძღვანელობდა საგარეოქმედებათა სამსახურის ევროპული სამეზობლო სტრატეგიისა და ინსტრუმენტების სამმართველოს უფროსი, ანა სტრზასკა.
