პარლამენტარი გუგული მაღრაძე თანაგუნდელ დავით ჭიჭინაძეს ასაკობრივ დისკრიმინაციაში სდებს ბრალს.
მაღრაძის თქმით, სოწრედ იმისთვისაა საჭირო ეთიკის კოდექსი, რომ პარლამენტის წევრი საკუთარ გამონათქვამებში სტანდარტებს დაემორჩილოს.
„ეს გამონათქვამები კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ძალიან შორს ვართ იმ სტანდარტებისგან, რასაც უნდა ექვემდებარებოდეს პარლამენტის წევრი თავის გამონათქვამებში და განცხადებებში. სწორედ ამიტომ არის ეთიკის კოდექსი საჭირო.
ეთიკის კოდექსი კოვზით ჭამას არ ასწავლის... რაც შეეხება ასაკს ეს არის წმინდა ასაკობრივი დისკრიმინაცია, ჯერ-ერთი მე და დავით ჭიჭინაძე დიდად არ განვსხვავდებით ასაკით, 1992 წლიდან ვიცნობ. თუკი ადამიანი თავს დებს კარგ აღზრდაზე ისედაც არ არის საჭირო ასაკის მითითება“ -აცხადებს გუგული მაღრაძე.
შეგახსენებთ, რომ ჭიჭინაძის თქმით, გუგული მაღღაძე იმ ასაკში იმყოფება, რომ ეთიკა და ზრდილობა უკვე შეძენილი უნდა ჰქონდეს.
„ადამიანი, რომელიც მაგ ასაკში იმყოფება ეთიკა და ზრდილობა უკვე შეძენილი უნდა ჰქონდეს. რაღა დროს ახლა კოდექსებით საუბარია? მე პატარა ბავშვი რომ ვიყავი მასწავლიდნენ, კოვზი არ დაიჭირო მარცხენა ხელში უზრდელობაა შვილოო, დაიჭირე მარჯვენა ხელში, თავი არ ჩაყო თეფშში“- განაცხადა ჭიჭინაძემ.
