გია ვოლსკი: ჭიჭინაძის განცხადება არაკორექტულია
გია ვოლსკი: ჭიჭინაძის განცხადება არაკორექტულია
15:13 19.04.2018
პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, დეპუტატ დავით ჭიჭინაძის განცხადება არაკორექტულია და ის გუნდში არსებულ სულისკვეთებას ხელს არ უწყობს.
ამის შესახებ ვოლსკიმ დავით ჭიჭინაძის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა, სადაც ჭიჭინაძე „კოლექტიური ზარდიაშვილების“ სენზე საუბრობს.
„მე ვფიქრობ, არაკორექტული განცხადებაა და იმ სულიკვეთებას არ შეუწყობს ხელს რაც ყველას გაგვაჩნია. პოზიტიურია სულისკვეთება, ჩვენ გვაქვს მისწრაფება პოზიციებიც შევაჯეროთ და თუ საჭიროა ადამიანურ ურთიერთობაზეც ღრმად ვილაპარაკოთ“-განაცხადა ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, რომ ჭიჭინაძის განცხადებით, ყველაზე დიდი შეცდომა რაც „ქართულმა ოცნებამ“ დაუშვა ისაა, რომ ზარდიაშვილი გუნდის წევრია.
„ქართული ოცნება“ ამ სენისგან, რასაც ქვია „კოლექტიური ზარდიშვილი“, უნდა გათავისუფლდეს. რაც ხელისუფლებაში მოვიდა „ქათული ოცნება“ ჩემი აზრით, ყველაზე დიდი შეცდომა ისაა, რომ ისაა ჩვენი გუნდის წევრია ზარდიაშვილი“- განაცხადა ჭიჭინაძემ.


ბეჭდვა