დავით ჭიჭინაძე: ყველაზე დიდი შეცდომა, რაც „ქართულმა ოცნებამ“ დაუშვა ისაა, რომ ზარდიაშვილი ჩვენი გუნდის წევრია
დავით ჭიჭინაძე: ყველაზე დიდი შეცდომა, რაც „ქართულმა ოცნებამ“ დაუშვა ისაა, რომ ზარდიაშვილი ჩვენი გუნდის წევრია
14:44 19.04.2018
პარლამენტარის, დავით ჭიჭინაძის განცხადებით, აუცილებელია „ქართული ოცნება“ „კოლექტიური ზარდიშვილის“ სენისგან გათავისუფლდეს.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ ყველაზე დიდი შეცდომა ვანო ზარდიაშვილის გუნდში ყოფნაა.

„ქართული ოცნება“ ამ სენისგან, რასაც ქვია „კოლექტიური ზარდიშვილი“, უნდა გათავისუფლდეს. რაც ხელისუფლებაში მოვიდა „ქათული ოცნება“ ჩემი აზრით, ყველაზე დიდი შეცდომა ისაა, რომ ისაა ჩვენი გუნდის წევრია ზარდიაშვილი.
მე ვიცი ზარდიშვილის დამოკიდებულება მეზობლების მიმართ. ჰკითხეთ მეზობლებს, როგორ იქცეოდა არჩევნების პერიოდში, ზეწოლას ახდენდა. აპირებდნენ იქ მაჟორიტარად დაეყენებინათ, მაგრამ მთელი პარტია გამოვიდა წინააღმდეგ.
2016 წელს მის მაჟორიტარად დაყენებას რომ აპირებდნენ, თითქმის მთელმა „ქართულმა ოცნებამ“ დატოვა გუნდი“- განაცხადა ჭიჭინაძემ.


ბეჭდვა