საქართველოს ელჩმა მალდივების პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა
საქართველოს ელჩმა მალდივების პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა
12:36 19.04.2018
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა არჩილ ძულიაშვილმა მალდივების რესპუბლიკის პრეზიდენტს აბდულა იემინ აბდულ გაიუმს რწმუნებათა სიგელები გადასცა.

რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიის დასრულების შემდეგ საქართველოს ელჩსა და მალდივების რესპუბლიკის პრეზიდენტს შორის შეხვედრა გაიმართა, რომლის დროს მიმოხილულ იქნა საქართველოსა და მალდივების რესპუბლიკას შორის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობები და თანამშრომლობის პერსპექტიული მიმართულებები. მალდივების პრეზიდენტმა წარმატება უსურვა საქართველოს პირველ არარეზიდენტ ელჩს ორ ქვეყანას შორის მჭიდრო მეგობრული ურთიერთობების გაღრმავების საქმეში.

მალდივების რესპუბლიკის დედაქალაქ მალეში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ელჩი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს მალდივების მთავრობის წარმომადგენლებთან და სხვა ოფიციალურ პირებთან.


ბეჭდვა