ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს აქვს ის რესურსები,
რომლებიც სტაბილურობის შენარეჩუნებისთვის მნიშნელოვანია.
ამის შესახებ ვოლსკიმ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშის შეფასებისას განაცხადა.
„რესურსი ინფორმაციის მიღების, ანალიზისა და პროგნოზის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ნამდვილად გააჩნია და მე ვფიქრობ, რომ ბევრი სიკეთე სტაბილურობის შენარეჩუნებისთვის სწორედ აქედან მოდის.
რაც შეეხება ოპოზიციის შეფასებას... ეს ის ოპოზიციაა, რომელმაც „სათანადოდ შეაფასა,“ მაგრამ მივიღეთ ის, რომ ქვეყნის 20% გვაქვს ოკუპირებული. ეს ის ოპოზიციაა, რომელმაც ამის წინაპირობები არათუ ვერ დაინახა არამედ საერთაშორისო თანამეგობრობის ანალიზსა და სტრატეგიულ გზას არ დაუჯერა“- განაცხადა ვოლსკიმ.
