ზაზა გაბუნიამ PABSEC-ის წევრი სახელმწიფოების დელეგატებს სიტყვით მიმართა
ზაზა გაბუნიამ PABSEC-ის წევრი სახელმწიფოების დელეგატებს სიტყვით მიმართა
14:57 18.04.2018
საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ, სერბეთის ქალაქ ნოვი სადში მიმდინარე შავი ზღვის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) კულტურის კომიტეტის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა და წევრი სახელმწიფოების დელეგატებს სიტყვით მიმართა.



ზაზა გაბუნიამ საქართველოს მდიდარი კულტურის, სახელმწიფოთა შორის კულტურული კავშირების გაძლიერების და ინტერკულტურული დიალოგის და თანამშრომლობის შესახებ ისაუბრა.



დეპუტატის თქმით, რეგიონში მშვიდობიანი თანაცხოვრების და ეკონომიკური განვითარებისთვის, კულტურათა შორის დიალოგი ქმნის მყარ ნიადაგს.



ზაზა გაბუნიამ ისაუბრა ხალხთა შორის კულტურული კავშირების გაძლიერებასა და კულტურული კავშირების შესახებ და აღნიშნა, რომ ეს ქმნის კარგ საფუძველს პოზიტიური ურთიერთგაგების, ნდობისა და პატივისცემის მშენებლობის საქმეში შავი ზღვის რეგიონში.



ზაზა გაბუნიას სიტყვით, მნიშვნელოვანია ეროვნული კულტურის და ტრადიციების სათანადო პატივისცემა და კულტურული მრავალფეროვნების დაცვის უზრუნველყოფაც.



ბეჭდვა