გოჩა ენუქიძე: სუს-ის ანგარიშში საფრთხეები სათანადოდ არის შეფასებული
გოჩა ენუქიძე: სუს-ის ანგარიშში საფრთხეები სათანადოდ არის შეფასებული
14:14 18.04.2018
ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი ეკონომიკის“ ლიდერის, გოჩა ენუქიძის განცხადებით, საქართველოს მზარდი ეკონომიკა და ტურისტთა რაოდენობა სახელმწიფო უსაფრთხოების ძლიერი სამსახურის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა.
ამის შესახებ ენუქიძემ სუს-ის ანგარიშთან დაკავშირებით განაცხადა.


„რეგიონში საქართველო ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა და რეფორმების ლიდერია, რომელსაც ენდობა დასავლეთის ქვეყნები, ენდობიან ინვესტორები, აქვს მზარდი ეკონომიკა და ყოველწლიურად სულ უფრო მეტი ადამიანი სტუმრობს. ეს შეუძლებელი იქნებოდა სახელმწიფო უსაფრთხოების ძლიერი სამსახურის გარეშე.
რაც შეეხება, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას, ანტიტერორისტულ ძალისხმევას და უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების საქმიანობის აღკვეთას - ეს ის მნიშვნელოვანი თემებია, რომელსაც ანგარიშის განხილვის პროცესში პარლამენტი დიდ ყურადღებას დაუთმობს“- განაცხადა ენუქიძემ.



ბეჭდვა