საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს 2008 წლის აგვისტოს ომის თავიდან აცილება შეეძლო.
ამის შესახებ პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „თრიალეთისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„ბრალს მდებენ, რომ თითქოს ვთქვი - „ომი საქართველომ დაიწყო“, მაგრამ მსგავსი რამ არ მითქვამს. მეტიც, საქართველო ომს ერთი მიზეზით ვერ დაიწყებდა, რადგან ეს ომი სწორედ ჩვენს ტერიტორიაზე მოხდა. ის, რომ სააკაშვილს ვადანაშაულებ უგუნურ და გაუაზრებელ ქცევებში, გადათარგმნეს თითქოს საქართველო დავადანაშულე ომის დაწყებაში“ - განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, აგვისტოს მოვლენების ტრაგიკულად განვითარებში ერთი კაცი და მისი იდეოლოგიაა დამნაშავე.
„ეს კაცი გახლავთ სააკაშვილი, რომელიც მოიქცა უგუნურად და უსუსურად იმ პროცესებში, რომელიც აგვისტოში განვითარდა. გასაგებია რაც მაშინ ხდეობდა და ყველამ კარგად ვიცით საიდანაც ისროდნენ. თუმცა მაშინ სააკაშვილს ტანკებისა და ვერტმფრენების გამოყვანის ნაცვლად, ამერიკიდან და ვეროპიდან დამკვირვებლები უნდა ჩამოეყვანა და მოსახლეობა უსაფრთხოდ გამოეყვანა კონფლიქტური რეგიონიდან. ამით შესაძლებელია პროცესი მშვიდობიანად დარეგულირებულიყო“ - განაცხადა კოალიციის ლიდერმა.
ივანიშვილის განცხადებითვე, სააკაშვილის გაუაზრებელი ქმედებების შედეგად ასობით უდანაშულო ადამიანი დაიღუპა.
