გედევან ფოფხაძე: ჩვენ ერთმანეთში დიალოგი უნდა გვქონდეს და ყველა საკითხი დალაგდება
გედევან ფოფხაძე: ჩვენ ერთმანეთში დიალოგი უნდა გვქონდეს და ყველა საკითხი დალაგდება
12:56 16.04.2018
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გედევან ფოფხაძის განცხადებით, მმართველ გუნდში კომუნიკაციის პრობლემაა.

მისივე თქმით, უმრავლესობის სრულფასოვანი საქმიანობისთვის აუცილებელია, რომ ერთმანეთთან დიალოგი არსებობდეს.

„ჩვენ ერთმანეთს არ უნდა ველაპარაკოთ უმრავლესობის შიგნით შუამავალი ჟურნალისტების მეშვეობით და ასე ინტერვიუებით. ჩვენ ერთმანეთში დიალოგი უნდა გვქონდეს, კომუნიკაცია უნდა გვქონდეს და ყველა საკითხი შეიძლება დალაგდეს იმ პროცედურების სწორი გაწერით, რაც მნიშვნელოვანია უმრავლესობის სრულფასოვანი საქმიანობისთვის“- განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

შეგახსენებთ, რომ გედევან ფოფხაძის გადაწყვეტილებით, ის საპარლამენტო უმრავლესობას ტოვებს. მისი უკმაყოფილება საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრად ნინია კაკაბაძის არჩევამ გამოიწვია.

ბეჭდვა