პარლამენტში განსაკუთრებული ზომები მიღებული არ არის
პარლამენტში განსაკუთრებული ზომები მიღებული არ არის
10:43 28.02.2012
პარლამენტში ამ ეტაპზე განსაკუთრებული ზომები მიღებული არ არის და გადაადგილება ჩვეულ რეჟიმშია შესაძლებელი. პარლამენტის სხდომათა დარბაზი პრეზიდენტის დასახვედრად მზად არის.

საკანონმდებლო ორგანოში დღეს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, მინისტრთა კაბინეტის წევრებს, საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეებსა და გუბერნატორებს ელოდებიან.

პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშით გამოსვლა 20.00 საათზე დაიწყება. ამის შემდეგ კი, პარლამენტში პოლიტიკური დებატები დაიწყება, რომელიც რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდება.

რეგლამენტის თანახმად, პოლიტიკურ დებატებში გამოსვლებისთვის უმრავლესობასა და უმცირესობას, თითოეულს 45 წუთი ეძლევა, ფრაქციასა და პარლამენტის თავმჯდომარეს (სხდომის თავმჯდომარეს) – თითოეულს 15 წუთი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს – 10 წუთი, პარლამენტის წევრს, რომელიც არ არის გაერთიანებული არც ერთ ფრაქციაში – 5 წუთი.

ბეჭდვა