ანა დოლიძე: მოსამართლეების შეფასების დეპარტამენტის დირექტორი ვანო ზარდიაშვილის მეუღლე და მდინარაძის ნათესავია, ამიტომ შეიძლება ამ პროცესის პოლიტიზირება მოხდეს
ანა დოლიძე: მოსამართლეების შეფასების დეპარტამენტის დირექტორი ვანო ზარდიაშვილის მეუღლე და მდინარაძის ნათესავია, ამიტომ შეიძლება ამ პროცესის პოლიტიზირება მოხდეს
11:33 16.04.2018
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძის განცხადებით, ფაქტი, რომ მოსამართლეების შეფასების დეპარტამენტის დირექტორი, თინათინ აბრალავა ვანო ზარდიაშვილის მეუღლე და მამუკა მდინარაძის ნათესავია, მოსამართლეების შერჩევის პროცესის პოლიტიზირების ეჭვს აჩენს.



„მოსამართლეების შეფასების დეპარტამენტის დირექტორი, ქალბატონი თინათინ აბრალავა, არის პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, ვანო ზარდიაშილის მეუღლე, შესაბამისად, ამავე დროს ფრაქციის თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის ნათესავი, ეს ფაქტი ძალიან დიდ ზიანს აყენებს მოსამართლეთა დანიშვნის პრიცესს. მჭიდრო ნათესაური კავშირი დეპარტამენტის დირექტორის „ქართული ოცნების“ ერთ პოლიტიკურ ჯგუფთან და თანამდებობის პირებთან აჩენს ძალიან დიდ ეჭვს იმასთან დაკავშირებით, რომ შეიძლება მოხდეს პროცესის პოლიტიკური მანიპულირება“- განაცხადა დოლიძემ.

ბეჭდვა