საქართველოსა და ტაილანდის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის მისალოცი ბარათები გაიცვალა
საქართველოსა და ტაილანდის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის მისალოცი ბარათები გაიცვალა
10:20 14.07.2012
საქართველოსა და ტაილანდის სამეფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 20 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს გრიგოლ ვაშაძესა და ტაილანდის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრს სურაპონგ ტოვიჩაკჩაიკულს შორის მისალოცი წერილები გაიცვალა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ონფორმაციით, წერილებში საქართველოსა და ტაილანდის სამეფოს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის განვითარების პოზიტიური დინამიკაა აღნიშნული.
მისალოც წერილებში ასევე, საქართველოსა და ტაილანდის სამეფოს შორის ვაჭრობის, ინვესტიციებისა და კულტურის სფეროებში ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობაა ხაზგასმული.

ბეჭდვა