ირაკლი კობახიძე: ე.წ. გირგვლიანის შესწორებებით უზრუნველყოფილია, რომ მოხდეს იმის პრევენცია, რაც ძალიან სამწუხაროდ გვახსოვს წინა ხელისუფლების პრაქტიკიდან
ირაკლი კობახიძე: ე.წ. გირგვლიანის შესწორებებით უზრუნველყოფილია, რომ მოხდეს იმის პრევენცია, რაც ძალიან სამწუხაროდ გვახსოვს წინა ხელისუფლების პრაქტიკიდან
23:16 13.04.2018
„ძალიან საინტერესო კანონპროექტი მომზადდა, რომლის ავტორი უშუალოდ არის საქართველოს პარლამენტის წევრი ანრი ოხანაშვილი. ამ დოკუმენტში არის უზრუნველყოფილი ის, რომ მომავალში მოხდეს იმის პრევენცია, რაც ჩვენ ძალიან სამწუხაროდ გვახსოვს წინა ხელისუფლების პრაქტიკიდან - ეს არის შეთქმულება ერთი ადამიანის წინააღმდეგ, ეს არის შეთქმულება ზოგადად, ადამიანების წინააღმდეგ, ადამიანის უფლებების წინააღმდეგ და ამ ყველაფრის პრევენციას ემსახურება ე.წ. გირგვლიანის შესწორებები, ანუ ის ცვლილებები, რომელიც შედის „სისხლის სამართლის კოდექსში“, -განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.



ბეჭდვა