„ქართუ ჯგუფის“ დირექტორატის ახალ შემადგენლობას უგულავა მომავალ კვირაში დაასახელებს
„ქართუ ჯგუფის“ დირექტორატის ახალ შემადგენლობას უგულავა მომავალ კვირაში დაასახელებს
20:00 13.07.2012
სს „ქართუ ჯგუფის“ ახალი სამეთვალყურეო საბჭოს და დირექტორატის შემადგენლობა 16 ივლისს გახდება ცნობილი.

ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართუ ჯგუფის “ იძულებითმა მმართველმა ვლადიმერ უგულავამ დღეს საღამოს განუცხადა.

მისი თქმით, პირველმა სამუშაო დღემ მშვიდად ჩაიარა და საქმე საკმაოდ ბევრია.

„პირველი დღე მთავრდება, კოლექტივში ნორმალური განწყობაა და ახლაც ვმუშაობთ. საკმაოდ ბევრი საქმეა, გეგმებს დავალაგებთ და აუცილებლად წარმოგიდგენთ ორშაბათს. ჩვენი შემდგომი მოქმედების გეგმა გეცოდინებათ და გთხოვთ მუშაობის საშუალება მოგვეცით“ - განუცხადა უგულავამ ჟურნალისტებს.

ვლადიმერ უგულავამ სამეთვალყურეო საბჭოს ახალ წევრებთან ირაკლი ზარქუასთან და როინ ცაციაშვილთან ერთად, გუშინ „ქართუ ბანკის“ დირექტორატის შემადგენლობა დაითხოვა, სულ 8 თანამშრომელი. „ქართუ ჯგუფში“ დაცვის თანამშრომლებიც შეიცვალნენ.

„ქართუ ჯგუფში“ იძულებით მმართველად ვლადიმერ უგულავა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით გუშინ, 12 ივლისს დაინიშნა. იგი მესაკუთრის ყველა უფლებით სარგებლობს.

ბეჭდვა