პარლამენტარის, ლევან კობერიძის განცხადებით, ინვესტორები პირველ რიგში ქვეყანაში სასამართლო
სისტემის გამართულობას და სანდოობას აქცევს ყურადღებას, ამიტომ სასამართლო სისტემის რეფორმირება უმნიშვნელოვანესია.
კობერიძის თქმით, სასამართლოს თემაზე გამართული მსჯელობა მისთვის მოსახლეობის კეთილდღეობას უკავშირდება.
„სასამართლო სისტემის რეფორმირება და მისი მუდმივი სრულყოფა უმნიშვნელოვანესია ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობის გასაზრდელად, რადგან ორივე - ადგილობრივიც და არაადგილობრივი ინვესტორი პირველ რიგში სწორედ ქვეყანაში სასამართლო სისტემის გამართულობას და სანდოობას აქცევს ყურადღებას.
ამდენად, დღეისათვის სასამართლოს თემაზე გამართული მსჯელობა, მათ შორის მოსამართლეების უვადო დანიშვნასთან დაკავშირებით ჩემთვის, როგორც პარლამენტის წევრისთვის, პირდაპირ უკავშირდება მოსახლეობის კეთილდღეობას და ამდენად ვთვლი, რომ პარლამენტის როლი უნდა გაიზარდოს ამ პროცესებში.
იმ მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა, რომელთა მიმართაც მოსახლეობას აქვს კითხვის ნიშნები მათ მიერ წარსულში გამოტანილი განაჩენების გამო, უნდა გახდეს უფრო ფართო მსჯელობის საგანი მათ შორის პარლამენტში.
ქვეყნის ეკონომიკის ზრდა პირდაპირ კავშირშია სასამართლო სისტემის გამართულობასა და სამართლიანობის განცდასთან"- განაცხადა კობერიძემ.
