მიხეილ ჯანელიძემ ნატო-ს წევრი ქვეყნების ელჩებთან შეხვედრა გამართა
მიხეილ ჯანელიძემ ნატო-ს წევრი ქვეყნების ელჩებთან შეხვედრა გამართა
18:30 12.04.2018
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ სამუშაო სადილი გამართა საქართველოში ნატო-ს წევრი ქვეყნების ელჩებთან.

შეხვედრისას მინისტრმა ელჩებს მიაწოდა განახლებული ინფორმაცია საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობაზე და ამ კონტექსტში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა.


სამუშაო სადილის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა იყო ნატო-ს 2018 წლის ბრიუსელის სამიტისათვის მზადება, მინისტრმა ყურადღება გაამახვილა მომავალი სამიტისათვის საქართველოს გეგმებსა და პრიორიტეტებზე.

შეხვედრისას ნატო-ს წევრი ქვეყნების ელჩებმა კიდევ ერთხელ მტკიცე მხარდაჭერა გამოხატეს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მისწრაფებისადმი და მიესალმნენ ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებს. ელჩები ასევე მიესალმნენ საქართველოს მთავრობის ახალ სამშვიდობო ინიციატივას - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“.


ნატო-ს წევრი ქვეყნების ელჩებმა მზადყოფნა გამოხატეს ნატო-ს ბრიუსელის სამიტის მზადების კონტექსტში საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობის თაობაზე.


ბეჭდვა