ინდონეზიაში საქართველოს ელჩმა გამოფენის “Wine & Cheese Expo” გახსნის ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა
ინდონეზიაში საქართველოს ელჩმა გამოფენის “Wine & Cheese Expo” გახსნის ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა
17:14 12.04.2018
ინდონეზიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ირაკლი ასაშვილმა მონაწილეობა მიიღო ჯაკარტაში გამართულ გამოფენის “Wine & Cheese Expo” გახსნის ცერემონიალში.

საქართველოს ელჩმა სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას და ქართული ღვინის შესახებ ისაუბრა. ირაკლი ასაშვილმა ასევე, საქართველოსა და ქართული ღვინის თაობაზე ინფორმაცია მიაწოდა ინდონეზიის მედია საშუალებებს.

აღსანიშნავია, რომ გამოფენის გახსნის საზეიმო ვახშამზე, სადაც მიწვეულნი იყვნენ მაღალი რანგის სტუმრები, ესპანურ და უნგრულ ღვინოებთან ერთად წარმოდგენილი იყო ქართული ღვინოც.


ბეჭდვა