„112“-ს შვედეთის ელჩი ეწვია
„112“-ს შვედეთის ელჩი ეწვია
15:15 11.04.2018
შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ს საქართველოში შვედეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი - მარტინა ქვიქი ესტუმრა.

შვედეთის ელჩს „112“-ის ხელმძღვანელებმა უმასპინძლეს.
შეხვედრაზე მარტინა ქვიქმა „112“-ში განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო. მხარეებმა არამიზნობრივი ზარების და მათი შემცირების მიზნით განხორციელებული საინფორმაციო კამპანიების შესახებ ისაუბრეს, მათ შორის, სოციალურ კამპანიაზე - „ერთად შევამციროთ არამიზნობრივი ზარები 112-ში“. შვედეთის ელჩმა აღნიშნულ კამპანიაში ჩართვის სურვილი გამოთქვა.
ვიზიტის ფარგლებში, მხარეებმა, ასევე, საერთო ინტერესის საკითხები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.


ბეჭდვა