ევროპარლამენტი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს დეტალურად დააკვირდება - ამის შესახებ ევროპარლამენტის წევრმა კრისტიან ვიგენინმა
პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერთან ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო საინტერესო პროცესშია, რადგან ძლიერი ოპოზიციური ძალა გამოიკვეთა.
„ევროპარლამენტი დეტალურად დააკვირდება მოვლენების განვითარებას“ - აღნიშნა მან.
ივანიშვილის თქმით, შეხვედრაზე საუბარი საქართველოში არსებულ პოლიტიკურ სიტუაციასა და წინასაარჩევნო პერიოდს შეეხო.
„ეს შეხვედრა არის გაგრძელება იმ პოლემიკის, რომელიც ბოლო დღეებში საქართველოში მიმდინარეობს, იმის შესახებ თუ რა მოხდა ევროპარლამენტში რეალურად“ - აღნიშნა ივანიშვილმა.
ამასთან, კოალიციის ლიდერმა ევროპარლამენტს მადლობა გადაუხადა საქართველოს მხარდაჭერისთვის.
