,,ქრისტიან – დემოკრატებმა“ წინასაარჩევნო კამპანია ქუთაისიდან დაიწყეს
,,ქრისტიან – დემოკრატებმა“ წინასაარჩევნო კამპანია ქუთაისიდან დაიწყეს
16:40 13.07.2012
,,ქრისტიან – დემოკრატიულმა მოძრაობამ“ წინასაარჩევნო კამპანია დღეს ოფიციალურად ქუთაისში გახსნა.

სპორტის სასახლეში შეკრებილ პარტიულ აქტივს, მოძრაობის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ პარტიის პრიორიტეტები გააცნო. ,,ერთიანი საქართველო ყველა თაობისთვის“ – ამ ლოზუნგით იბრძოლებენ „ქრისტიან – დემოკრატები“ არჩევნებში გასამარჯვებლად.

პარტიის ლიდერმა პარტიის სამ მთავარ პრიორიტეტზე გაამახვილა ყურადღება - შვილებს – განათლება, მშობლებს – დასაქმება და პენსიონერებს – დაფასება.

,,ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობა“, როგორც ეროვნული, პროდასავლური, კვალიფიციური, სტაბილური, თანმიმდევრული პოლიტიკური ძალა, მოახდენს განსაკუთრებულ გავლენას ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასა და სტაბილური პოლიტიკური, ეკონომიკური გარემოს უზრუნველყოფაზე. ჩვენ ამ პასუხისმგებლობას ვიღებთ და დარწმუნებული ვართ, თავს აუცილებლად გავართმევთ“ – აღნიშნა გიორგი თარგამაძემ.

„ქრისტიან–დემოკტარიული მოძრაობის“ პრიორიტეტები მომავალ საპარლამენტო არჩევნებში, ასევე, ხელმისაწვდომი ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა, განათლება, დასაქმება, სოფლის მეურნეობა, დაბალი ტარიფები, ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარება იქნება.
გიორგი თარგამაძის თქმით, მართლმადიდებელ ქრისტიანობას კონსტიტუციურად უპირატესი რელიგიის სტატუსი მიენიჭება. არსებული 8 მილიარდიანი ბიუჯეტი კი 10 მილიარდამდე გაიზრდება, შეწყდება წნეხი ბიზნესზე, აღმოიფხვრება ელიტური კორუფცია და ამოივსება ეკონომიკაში არსებული ,,შავი ხვრელები“. პარტიის პროგრამით, ასაკობრივი პენსია, 2014 წლისითვის 200 ლარი იქნება, 100 000 სტუდენტი დაფინანსების ნახევარს მიიღებს, მაღალმთიანი რეგიონის სტუდენტები კი, 100%-იან დაფინანსდებიან.

პარტიის ყრილობაზე სიტყვით ,,ქრიატიან დემოკრატიული მოძრაობის“ სხვა ლიდერებიც გამოვიდნენ, რომლებმაც პარტიის მიღწევებზე, ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე, წინასაარჩევნო გარემოსა და ხელისუფლების შეცვლის აუცილეობლობაზე გაამახვილეს ყურადღება.

ბეჭდვა