გრიგოლ ლილუაშვილი: სუს-ი გამოიყენებს ყველა ბერკეტს, რათა ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფასთან დაკავშირებული ყველა პირი წარდგეს მართლმსაჯულების წინაშე
გრიგოლ ლილუაშვილი: სუს-ი გამოიყენებს ყველა ბერკეტს, რათა ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფასთან დაკავშირებული ყველა პირი წარდგეს მართლმსაჯულების წინაშე
13:27 10.04.2018
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის, გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებით, საქართველოს სახელმწიფოსთვის მთავარ საფრთხეს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების არსებობა წარმოადგენს.

ამის შესახებ ლილუაშვილმა სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

„საქართველოს სახელმწიფოსთვის მთავარ საფრთხეს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების არსებობა წარმოადგენს.

რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის არაფორმალური ანექსიის მიმდინარე პროცესი, მზარდი მილიტარიზაცია, ოკუპირებული ტერიტორიების მიზანმიმართული იზოლაცია, უკანონო დაკავებები და ქართული მოსახლეობის ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის მთავარ გამოწვევად რჩება.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს, რათა დადგინდეს სიმართლე და არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფასთან დაკავშირებული ყველა პირი წარდგეს მართლმსაჯულების წინაშე"-განაცხადა ლილუაშვილმა.



ბეჭდვა