კახი კახიშვილი ხელისუფლებას კონსტიტუციაში შეტანილ ცვლილებებზე განმარტებას სთხოვს
კახი კახიშვილი ხელისუფლებას კონსტიტუციაში შეტანილ ცვლილებებზე განმარტებას სთხოვს
16:26 13.07.2012
არასამთავრობო ორგანიზაციები „არჩევნებისა და პოლიტტექნოლოგიების კვლევითი ცენტრი“, საზოგადოებრივი დამცველი და „ჯანმრთელი სამყარო“ ხელისუფლებას საქართველოს კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების შესახებ ახსნა-განმარტებას სთხოვენ.

ამის შესახებ „საზოგადოებრივი დამცველის“ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე „არჩევნებისა და პოლიტტექნოლოგიების ცენტრის ხელმძღვანელმა“ კახი კახიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, კანონში შეტანილი ცვლილებების მიხედვით ევროპის კავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოში არიან დაბადებული და ბოლო ხუთი წელის მუდმივად ცხოვრობენ საქართველოში აქტიური საარჩევნო უფლება მიენიჭათ.

კახიშვილის თქმით, კანონი არ განმარტავს საქართველოში მუდმივად ცხოვრების ცენზს, რაც მისი თქმით, საფუძვლიან ეჭვს იწვევს ასეთი კატეგორიის მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობის კანონიერების და საფუძვლიანობის შესახებ.

„დიდი იმედი არ მაქვს, რომ ხელისუფლება ამ პრესკონფერენციის შემდეგ აღნიშნულ კანონთან დაკავშირებით რეალურ ნაბიჯებს გადადგამს, თუმცა, იმის ახსნას მაინც მოვითხოვთ, რას გულისხმობენ ამ ხუთწლიანი ცხოვრების ცენზში“-განაცხადა კახიშვილმა.

მისივე თქმით, აღნიშნული კანონი ხელისუფლების მიერ პროცედურების უხეში დარღვევით იქნა მიღებული.

ბეჭდვა