პრეზიდენტი პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით დღეს 20.00 საათზე გამოვა.
საკანონმდებლო ორგანოში მისი გამოსვლისთვის უკვე ყველაფერი მომზადებულია.
მიხეილ სააკაშვილის გამოსვლასთან დაკავშირებით დეტალებს სწორედ ბიუროს სხდომაზე ათანხმებენ.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშილი პარლამენტში გამოსვლისას ყურადღებას ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე გაამახვილებს. ასევე, გამოსვლის ძირითადი თემები იქნება - სოფლის მეურნეობა, ჯანდაცვის სფერო, უსაფრთხოების საკითხები, ქვეყანაში ეკონომიკური განვითარების გაღრმავება.
მისი ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი კონკრეტულ გეგმებსაც წარმოადგენს, თუ როგორ და რომელ სფეროებში უნდა მოხდეს სამუშაო ადგილების შექმნა.
პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ პოლიტიკური დებატები გაიმართება.
