ყარყარაშვილის შეფასებით, არჩევებში გამარჯვების შემთხვევაში, ხელისუფლება დამარცხებულის მიმართ სასტიკი იქნება
ყარყარაშვილის შეფასებით, არჩევებში გამარჯვების შემთხვევაში, ხელისუფლება დამარცხებულის მიმართ სასტიკი იქნება
15:44 13.07.2012
დღევანდელი ხელისუფლება არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, დამარცხებულის მიმართ სასტიკი იქნება.

ამის შესახებ თავდაცვის ექს-მინისტრმა გია ყარყარაშვილმა წინასაარჩევნო კამპანიის შეფასებისას დღეს პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ყველა ნიშანი არსებობს იმისა, რომ გამარჯვებული დამარცხებულის მიმართ სასტიკი იყოს. როგორც იცით ხელისუფლება არჩევნებში ოპოზიციას უკვე დამარცხებულად მიიჩნევს. სიძულვილს და რადიკალიზმს ერთი თვისება ახასითებს, მათ ყოველთვის ესკალაციისკენ აქვთ მიდრეკილება“ - განაცხადა ყარყარაშვილმა.

მისი შეფასებით, წინასაარჩვენო ვითარება არ იძლევა იმის თქმის საშულებას, რომ მოსახლეობა არჩევნებზე საკუთარი პოზიციის თავისუფლად დაფიქსირებას შეძლებს.

„გორი და მისი რამდენიმე სოფელი ოპოზიციურადაა განწყობილი, მაგრამ იქ ჩასახლებულ დევნილებს თავისუფალი არჩევანის გაკეთების საშუალება არ მიეცემა, რადგან მათ დასჯიან“ - აღნიშნა ომის ვეტერანმა.

ყარყარაშვილის თქმით, 15 ივლისს გორში დაგეგმილ აქციაზე პროვოკაცია რომ არ მოხდეს, მასში დამკვირვებლის სტატუსით საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა უნდა მიიღონ მონაწილეობა.

ბეჭდვა