პარლამენტარის, გოჩა ენუქიძის განცხადებით, ფინანსთა სამინისტროს მიერ შემუშავებული საგადასახადო
ცვლილებებით, რომლებიც ძალაში პირველი ივლისიდან შევა, საქართველო პირველი ქვეყანა გახდება , ვინც მეწარმეთათვის ასეთ პროგრესულ პრაქტიკას დაამკვიდრებს.
მისივე თქმით, საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად, რაც უკვე ინიცირებულია პარლამენტში, ცვლილებების ეს პაკეტიც მნიშვნელოვანი წინაპირობა იქნება ქვეყანაში ბიზნესის განვითარებისათვის.
„საქართველოს მთავრობის, კერძოდ, ფინანსთა სამინისტროს მიერ შემუშავებული საგადასახადო ცვლილებები არის ჟანგბადივით საჭირო მცირე ბიზნესისთვის.ეს პაკეტი ხელს შეუწყობს როგორც საგადასახადო ადმინისტრირების გაუმჯობესებას, ისე კონკრეტული დარგების სტიმულირებას და ქვეყნის ევროინტეგრაციისპროცესის დაჩქარებას. ის ფაქტი, რომ ბიზნესს შეეძლება მხოლოდ ერთი დოკუმენტით განახორციელოს საგადასახადო ადმინისტრირება ნაცვლად გართულებული პროცედურებისა, მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება საგადასახადო ანგარიშგების გამარტივებისთვის, შემცირდება როგორც საგადასახადო ადმინისტრირებისთვის დახარჯული დრო და ხარჯი, ისე ანგარიშგებაში დაშვებული შეცდომების რაოდენობა“ - განაცხადა გოჩა ენუქიძემ.
