ილია წულაია: ეკონომიკაში პოზიტიური დინამიკა გვაქვს, რაც რეფორმების კურსის სისწორეს ადასტურებს
ილია წულაია: ეკონომიკაში პოზიტიური დინამიკა გვაქვს, რაც რეფორმების კურსის სისწორეს ადასტურებს
15:57 04.04.2018
უმრავლესობის წევრის, ილია წულაიას თქმით, ეკონომიკაში ძალიან პოზიტიური დინამიკაა, რაც რეფორმების კურსის სისწორეს ადასტურებს.
მისივე თქმით, კიდევ ერთხელ ხდება ნათელი, რომ მთავრობა ბიზნესის ხელშეწყობასა და განვითარებაზეა ორიენტირებული.
"საგადასახადო ცვლილებები მცირე ბიზნესისთვის კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მთავრობა, ფინანსთა სამინისტრო ორიენტირებულია ბიზნესის ხელშეწყობასა და განვითარებაზე. ეს ინიციატივები პირდაპირ შეუწყობს ხელს დასაქმებას.


ჩვენი სამეწარმეო სისტემების ინტეგრაცია სხვა სისტემებთან, მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს ქვეყანას, რადგან გაიზრდება ფინანსური მომსახურების სექტორი. ის ფაქტი, რომ საქართველოში კომპანიის რეგისტრაციისას, შესაძლებელი იქნება გაიხსნას პარალელური კომპანია სხვა ქვეყანაში, მაგალითად, ევროკავშირის ქვეყანაში, ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ ინტეგრაციას როგორც ევროპის ისე მსოფლიო ბაზართან"- განაცხადა წულაიამ.


ბეჭდვა