საქართველოს ელჩმა ინდონეზიის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა
 საქართველოს ელჩმა ინდონეზიის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა
15:23 04.04.2018
ინდონეზიაში საქართველოს ელჩმა, ირაკლი ასაშვილმა ინდონეზიის პრეზიდენტს, ჯოკო ვიდოდოს რწმუნებათა სიგელები გადასცა. ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ ელჩის შეხვედრა ინდონეზიის პრეზიდენტთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან გაიმართა.
მხარეებმა საქართველოსა და ინდონეზიას შორის არსებულ მეგობრულ, მჭიდრო ურთიერთობებზე ისაუბრეს. ასევე,ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკის სექტორში მიღწეულ წარმატებებს და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას.
პრეზიდენტმა საქართველოს ელჩს ინდონეზიაში წარმატებული მოღვაწეობა უსურვა.

ბეჭდვა